ბრუქსიზმი     

ბრუქსიზმის სიმპტომებია:

• ტკივილი
• დაღლილი ყბა
• პირის გაღების და დახურვის გაძნელება
• კბილების მგრძნობელობის მომატება
• ყურის ან ყბის სახსრის ტკივილი

ბრუქსისზმის დროს აღინიშნება

• კბილების ცვეთა
• კბილების ზედაპირის ამოტეხვა, ამოცვეთა ღრძილთან
• კბილების მორყევა
• კბილების გარშემო ძვლის დაზიანება
• საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაზიანება



მიუხედავად იმისა, რომ ბრუქსიზმის ყველა გამომწვევი მიზეზი ცნობილი არ არის, სტრესს ხშირად ასახელებენ მის გამომწვევ ფაქტორად. სტრესის შემცირების უამრავი მეთოდი არსებობს, ასევე შესაძლებელია დაინიშნოს მედიკამენტი სტრესის, ტკივილის ან გაღიზიანების დროებით შესამცირებლად. 
კბილებს შორის დაშორება, გაცვეთილი კბილები ან თანკბილვის დაღრვევაც შეიძლება გახდეს კბილების პათოლოგიური ცვეთის მიზეზი მიზეზი. გვირგვინებით, ხიდებით ან სხვა სტომატოლოგიური რესტავრაციების საშუალებით შესაძლებელია სწორი თანკბილვის აღდეგენა და ბრუქსიზმის შედეგად მიღებული ცვეთის კვალის გაქრობა.

ბრუქსიზმისაგან თავდასაცავი საუკეთესო და ყველაზე ეფექტური გზა ღამის დამცავი კაპების გამოყენებაა. ღამის დამცავი კაპები სილიკონის მასაა რომელიც იმეორებს კბილის ფორმას.