პაციენტის გვერდი

         

  • კბილების შესახებ
  • ჯანსაღი პირის ღრუ
  • პრევენცია
  • კბილების შესახებ


    ადამიანის ორგანიზმში განასხვავებენ კბილების ორ გენერაციას - ე.წ. სარძევე (მოსაცვლელი) და მუდმივი კბილები. სარძევე კბილების ჩასახვა იწყება ემბრიოგენეზის მე-6 მე-7 კვირას. კბილების განვითარებაში გამოყოფენ 3 პერიოდს. მუდმივი კბილების ამოჭრა იწყება 6 წლის ასაკში პირველი მოლარით . მედიალური საჭრელი კბილების ამოჭრა ხდება 6-8 წლის ასაკში, შემდეგ გვერდითა საჭრელები და. ეშვები. პრემოლარულების 9-12 წლის. მეორე მოლარი 12-13 წლის ასაკში, ხოლო მესამე მოლარის(სიბრძნის კბილები) - ნებისნმიერ ასაკში.კბილების საერთო რაოდენობაა 32. აუცილებელია პირის ღრუს მოვლა ექიმის მიერ დანიშნული სპეციალური საშუალებებით: ჯაგრისი(რბილი,საშუალო სიმაგრის ან უხეში), პასტები ( გამოკვეთილი სხვადასხვა  სამკურნალო თვისებებით), სავლები საშუალებები და  ძაფები(ე.წ. ფლოსები).

     

    კბილის ანატომია

    კარიესი
    კარიესი მართალია საფრთხეს არ უქმნის თქვენს სიცოცხლეს, მაგრამ მას შეუძლია თქვენი ცხოვრების ხარისხზე იმოქმედოს.
    ნახშირწყლებით მდიდარი საკვები, როგორიცაა ტკბილეული, შაქარი, გამაგრილებელი სასმელები და ხილის წვენები მოქმედებენ კბილის ემალზე და იწვევენ მის ლპობას.

    მგრძნობიარე კბილები
    კბილების მგძნობელობას მჟავე და ტკბილი საკვები იწვევს., ასევე ტემპერატურის ცვალებადობამ შესაძლოა გამოიწვის კბილის ტკივილი და გაზარდოს მისი მგრძნობელობა. კბილის ემალზე ჩნდება მიკრობზარები რომელიც მტკივნეულია სუნთქვისას და ცივი და ცხელი საკვების მიღებისას.

    პერიოდონტიტი
    დაავადება, რომელსაც შუეძლია გამოიწვიოს ანთება, კბილის დაკარგვა და ძვლის დაზიანება.დაავადების ადრეული ეტაპი, ანუ გინგივიტი იწვევს ღრძილებიდან სისხლდენას, ხოლო ღრძილი წითლდება და შუპდება. დაავადების პროგრესირების შემთხვევაში, ანუ პერიოდონტიტის შემთხვევაში კბილი შეიძლება გახდეს სტომატოლოგის მიერ ამოსაღები, ან თავადაც ამოვარდეს. ღრძილების დაავადების პრევენცია საკმაოდ იოლია და შესაძლებელია დაავადების თავიდან აცილებაც, თუ კი ყოველდიურად კბილებს ჯაგრისითა და კბილის ძაფით გავიწმენდთ. პერიოდონტიტის თანმდევია უსიამოვნო სუნი და გემო.

    უსიამოვნო სუნი
    კბილების ყოველდღიური გაწმენდა თავიდან გვაცილებს უსიამოვნო სუნს, რადგან დღის განმავლობაში პირის ღრუში დარჩენილი საკვები, კბილის ნადები და ბაქტერიებია ამ სუნის მიზეზი. თუმცა ზოგიერთი საკვები, მაგალითად ნიორი, დროებით ცვლის პირის ღრუში სუნს, მაგრამ ეს მხოლოდ დროებით. მუდმივი უსიამოვნო გემო და სუნი იმის მაჩვენებელია რომ ღრძილები სამკურნალოა. არასწორი ჰიგიენა, ბაქტერიები ენის ზედაპირზე, კარიესი და დაავადებული ღრძილები- ეს ნიშნავს რომ პირის ღრუში აუცილებლად იქნება თქვენთვის უსიამოვნი გემო და სუნი.  თუ კი სუნი მუდმივადაა პირის სავლებები მხოლოდ დროებით გააქრობენ მას, მაგრამ არ მკურნალობენ. რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან, ყოველდღიური წმენდა ე.წ. ფლოსით და კბილის ჯაგრისით მნიშვენლოვნად შეამცირებს დაავადების ალბათობას.

     

    ჭრილობები პირის ღრუში
    ჭრილობები (aphthous) ეს არის პატარა ნაცრისფერი ან თეთრი იარები წითელი კანტით პირის ღრუში, რომელიც გაჩენიდან დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში  ქრება. დაავადების პერიოდის შემცირება შესაძლებელია ანტიმიკრობული სავლებების გამოყენებით.

     

    არასწორი თანკბილვა
    არასწორი თანკბილვა ხშირ შემთხვევაში გენეტიკურად გადადის. თუმცა ხშირია გამონაკლისებიც.  არასწორი თანკბილვის მიზეზი შეიზლება გახდეს დაგვიანებული კბილის ამოსვლა, ბავშვობის ასაკში თითის წოვა, ავარია, და ზედმეტი კბილები.

  • ჯანსაღი პირის ღრუ


    კბილებში ჩადებული ინვესტიცია, თქვენი ჯანმრთელობის საწინდარია. ნუთუ არ გიღირთ?
    ჩვენი სტომატოლოგიური კლინიკა მუდმივად ინფორმაციის ეპიცენტრშია. ჩვენ ვიცით რა ხდება ახალი სტომატოლოგიაში. ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე თქვენც იყავით ინფორმირებულები და თვალი ადევნეთ ახალ გამოკვლევებსა თუ ინფორმაციებს პაროდონტიტის, გულის დაავადებებისა და ქრონიკული ინფექციების შესახებ, რომელიც მნიშვენლოვანია თქვენი ჯანმრთელობისათვის.

    ადამიანის ორგანიზმში 400-ზე მეტი ბაქტერია ბუდობს.  

    ზოგიერთ მათგანს შეუძლია დააზიანოს ძვალი და ღრძილი რომელიც კბილს იჭერს. გინგივიტი, რომელიც იწვევს ღრძილებიდან სიხლდენას, როგორც წესი ყოველ მეორე ადამიანს აქვს. დაავადების განვითარებასთან ერთად, ადამიანი ნელნელა კარგავს კბილებს. თუმცა ბოლო დროინდელმა გამოკვლევებმა ანახეს რომ ღრძლების დაავადება არ ვრცელდება მხოლოდ პირის ღრუზე. შემაშფოთებელია ბოლო გამოკვლევების შედეგები, რის მიხედვითაც მეცნიერებმა დაამტკიცეს რომ არაჯანმრთელი პირის ღრუ იწვევს გულის დაავადებებს, ნაადრევ მშობიარობას, დიაბეტსა და პნევმონიას.

    გულის დაავადებები

    პაროდონტიტით დაავადებული ადამიანებს ორჯერ უფრო ხშირად ემართებათ ინფარქტი და სამჯერ უფრო ხშირად აქვთ ინსულტი ვიდრე მათ ვინც მუდმივად უვლის პირის ღრუს. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა რომ დაავადება გახშირდა 50 წლამდე პაციენტებში. გამოკვლევებმა ანახეს რომ ბევრი ბაქტერია, რომელიც ჩნდება პაროდონტიტის დროს, აღწევს სისხლში დახშირად აჩენს თრომბებს და მოქმედებს გულზე.

    დიაბეტი

    როგორც ცნობილია დიაბეტი ადამიანს ინფექციებისადმი მგრძნობიარეს ხდის, მათ შორის პირის ღრუს ინფექციების მიმართაც. მაგრამ ბოლო გამოკვლევებმა ანახეს მეცნიერებს, რომ პაროდონტიტს შეუძლია გააუარესოს დიაბეტის მქონე ადამიანის მდგომარეობა. დიაბეტიან ადამიანების სისხლში, რომელთაც აწუხებთ პარაოდონტიტი ძნელია შეინარჩუნო შაქრის დონე და ხშირად პაროდონტიტის მკურნალობა ინსულინის მოხმარების აუცილებლობასაც ამცირებს. სპეციალისტები მოუწოდებენ დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს იმკურნალონ სწორედ პაროდონტიტი, რადგან ეს ამცირებს არტერიის დაზიანების რისკს და ზოგად მდგომარებასაც აუმჯობესებს.

    პნევმონია

    ბაქტერიები რომელსაც შეუძლიათ გამოიწვიონ პნევმონია ხშირად პაროდონტიტით დაავადებული ადამიანის პირის ღრუში ბუდობენ და მრავლდებიან. სხვა რესპირატორული დაავადებების მდგომარეობაც შეიძლება დამძიმდეს პაროდონტიტის შემთხვევაში, თუ კი პაციენტს უწევს ინჰალაციის გაკეთება.

    ნაადრევი მშობიარობა

    გამოკვლევებმა ანახა რომ პაროდონტიტით დაავადებული დედებს შვიდჯერ უფრო ხშირად  აქვთ ნაადრევი მშობიარობა, ვიდრე მათ ვინც ეს პრობლემა ორსულობამდე მაოგვარა. თუმცა ექსპერიმენტში მონაწილე ყველა დედა ნაადრევი მშობიარობის რისკის ქვეშ იყო.

  • პრევენცია


    პაროდონტი და პაროდონტიტი

    პაროდონტი კბილის გარშემო არსებული ქსოვილების ერთობლიობაა. პაროდონტიტი კი ღრძილების დაავდებაა რომლის გამომწვევი მიზეზი კბილის ნადებია. სამწუხაროდ პაციენტები ამ დაავადებას დიდი ხნის შემდეგ გებულობენ, მას შემდეგ რაც ღრძილები უკვე დაზიანებულია. ყოველდღიური ჰიგიენა, სტომატოლოგის  პერიოდული კონსულტაცია ამ დაავადების რისკს მინიმუმამდე დაიყვანს. დაავადების სამი ფაზა არსებობს, სუსტი, იგივე გინგივიტი,საშუალო და რთული ანუ პაროდონტიტი.
    ღრძილების პროფილაქტიკა აუცილებელია რათა პირის ღრუს საერთო მდგომარეობა იყოს ჯანსაღი და გქონდეთ ლამაზი ღიმილი. აუცილებელია დაავადების პრევენციისათვის 3-6 თვეში ერთელ ჩაიტაროთ პროფესიონალური წმენდა სტომატოლოგთან.

    კარიესის პრევენცია

    კბილის ემალის დაშლა პროგრესირებადი პროცესია, რომელსაც საკვები და მასში შემავალი შაქარი იწვევს. ბაქტერიები რეაგირებენ შაქარზე და გამოყოფენ მჟავას, რომელიც იწვევს კბილის ემალის დაშლას. დროული მკურნალობის შემთხვევაში შესაძლებელია კარიესის ეფექტური მკურნალობა თანამდეროვე ტექნოლოგიებით.
    თუ კი მკურნალობა დროულად არ ჩატარდება, შესაძლებელია დაზიანდეს ნერვი და დაიწყოს მთლიანი კბილის დაშლა რის აღსადგენად შესაძლოა დაგჭირდეთ უფრო რთული პროცედურების ჩატარება, მაგალითად კბილის გადაკვრა ახალი მასალით.
    კარიესის თავიდან აცილება მხოლოდ სწორი ჰიგიენით, ყოველდღიური კბილების წმენდითა და რა თქმა უნდა სტომატოლოგთან პერიოდული ვიზიტითაა შესაძლებელი.

     ფტორი

    ფტორი ეს არის ნივთიერება, რომელიც აუციელებელია ჯანმრთელი კბილების შესანარჩუნებლად. ხშირად ორგანიზმის მიერ არასაკმარისი ფტორი შეითვისება და ამ შემთხვევაში ექიმი განსაზღვრავს თქვენს ორგანიზმში ფტორის რაოდენობას და აუცილებლობის შემთხვევაში დაგინიშნავთ დამატებით ფტორს ძირითადად აბების ან წვეთების სახით.