ხშირად დასმული კითხვები

ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე შეკითხვა, რომლებსაც ყველაზე ხშრად გვისვამენ პაციენტები.თუ თქვენთვის საინტერესო კითხვაზე აქ პასუხი ვერ მოიძიეთ, დაუკავშირდით ჩვენს კლინიკას და ჩვენ სამოვნებით დაგეხმარებით.

რა სიხშირით უნდა ვიარო სტომატოლოგთან?

სტომატოლოგთან ვიზიტი აუცილებელია წელიწადში ორჯერ მაინც. სტომატოლოგიურმა გასინჯვამ შეიძლება გამოავლინოს კარიესის ან დაავადების ადრეული ნიშნები, რომლებიც ჯერ კიდევ შეუმჩნეველია და ვერ გრძნობთ. მათი ადრეულ ეტაპზე გამოვლენა მოგცემთ საშუალებას უმკურნლოთ დაავადებას, სანამ გამწვავდება და ძნელად დასამორჩილებელი გახდება. გარდა ამისა, სტომატოლოგი მოგაშორებთ ნადებს კბილის ისეთი ადგილებიდან, რომელსაც ვერ ხედათ ან ვერ უდგებით. 

რა სიხშირით უნდა გავიხეხო და გავიწმინდო კბილები ძაფით?

კბილები უნდა გაიხეხოთ დღეში ორჯერ, დილით და საღამოს ძილის წინ. ძაფით კბილები უნდა გაიწმინდოთ ერთხელ დღეში. 

როგორია კბილების სწორად გახეხვის წესი?

გაიხეხეთ კბილები შემდეგი წესით:

1.აარჩიეთ ჯაგრისი ექიმის რეკომენდაციით, რადგან მაგარი ჯაგრისი ხეხავს ემალს.
2.დაიკავეთ ჯაგრისი ღრძილებთან 45 გრადუსით დახრილი კუთხით. ჯაგრისი უნდა ეხებოდეს კბილსაც და ღრძილსაც.
3.გაიხეხეთ კბილები მოკლე წინ და უკან მოძრაობით ან მცირე წრიული მოძრაობით. ყოველი მოძრაობა არ უნდა აღემატებოდეს თითოეული კბილის ზომას.
4.გაიხეხეთ რბილი მოძრაობით, რაც ეფექტურად მოგაშორებთ ნადებს. დიდი დაწოლით გახეხვა აზიანებს კბილის ემალს.
5.გაიხეხეთ კბილები ყველა მხრიდან – შიგნითა, გარეთა და საღეჭი მხრიდან.
6.და ბოლოს, იხეხეთ კბილები მინიმუმ 2-3 წუთის განმავლობაში. 

როგორია კბილების ძაფით გაწმენდის სწორი წესი?

გაიწმინდეთ კბილები ძაფით შემდეგი წესით:

1. აიღეთ ძაფი და დაიხვიეთ ორივე ხელის შუა თითებზე. ცერის და საჩვენებელი თითის დახმარებით დაიჭირეთ ძაფი ისე, რომ თითებს შორის მოაქციოთ და ჩაააძვრინეთ კბილებს შუა. შუა თითების დახმარებითვე უკან ამოიაძრობთ ძაფს.
2. ნაზად ამოძრავეთ ძაფი კბილებს შორის ზემოთ და ქვემოთ. არ დააჭიროთ ძაფი ღრძილს, რადგან ასე ღრძილს დაიზიანებთ.
3. როცა ძაფს ჩააძვრენთ კბილებს შორის, აუსვით ერთი კბილის კედელს ზემოთ და ქვემოთ და ნაზად გაისუფთავეთ ღრძილის და კბილის ბმის აგდილი. გაიმეორეთ ეს მოძრაობა მეორე კბილზეც.
4. გაიმეორეთ ეს მოქმედებები ყველა კბილზე. 

რა არის ნადები?

ნადები არის წებოვანი მკაფიო ზოლი, რომელიც ყოველ დღე წარმოიქმნება კბილებზე საკვების ნარჩენების და ბაქტერიების წყალობით. თუ ნადებს არ მოაშორებთ, მან შეიძლება გამოიწვიოს ღრძლების დაავადება და კარიესი. რეგულარული სტომატოლოგიური შემოწმებები და ყოველდღიური კბილების წმენდა ჯაგრისით და ძაფით ხელს უშლის ნადების წარმოქმნას. გარდა ამისა, ნადებს თავიდან აგაცილებთ ტკბილეულის მიღებისგან თავის შეკავება და დაბალანსებული დიეტით კვება. 

რა არის პერიოდონტალური (ღძრილების) დაავადება?

პერიდონტალური (ღრძილების) დაავადება არის ინფექცია, რომელიც აზიანებს ღრძილებს და კბილის დამჭერ ძვალს. პერიოდონტალური დაავადების გამომწვევი მიზეზი ნადებია, რომელიც ხშირად არასათანადო გახეხვის შედეგად თანდათან წარმოიქმნება კბილებზე და მაგრდება. დაავადების ადრეულ ეტაპზე ღრძილი სივდება და წითლდება და ამას გინგვინიტი ეწოდება. დაავდების შემდეგ ეტაპზე ღრძილი ხდება მტკივნეული და სისხლმდენი. ტკივილი აღინიშნება ღეჭვის დროსაც და შეიძლება დაავადებულმა კბილიც კი დაკარგოს. 

რა სიმპტომები ახასიათებს პერიოდონტალურ დაავადებას?

ქვემოთ მოყვანილი სიმპტომების აღმოჩენისთანავე უნდა მიმართოთ სტომატოლოგს:

•ღრძილებიდან სისხლდენა კბილების გახეხვისას
•გაწითლეული, გასიებული ღრძილები
•კბილებს დაშორებული ღრძილები
•მუდმივი უსიამოვნო სუნი პირში
•ჩირქი კბილებსა და ღრძილებს შორის
•კბილის მორყევა
•კბეჩის დროს კბილების რიგების შესაბამისობის დარღვევა
•ნაწილობრივი პროტეზების კბილებთან შესაბამისობის ცვლილება 

როგორ ავირიდო თავიდან პერიოდონტალური დაავადება?

პერიოდონტალური დაავადების პრევენციის საუკეთესო საშუალება პირის ღრუს ჰიგიენის დაცვაა. ეს ნიშნავს გახეხვას, ძაფით გაწმენდას და რეგულარულ ვიზიტებს სტომატლოგთან. ასევე უნდა იკვებოთ ჯანმრთელი რაციონით, რათა მიიღოთ კბილებისათვის საჭირო ვიტამინები და მინერალები. 

რატომ ყვითლდება კბილები?

როგორი თეთრიც არ უნდა იყოს კბილი, დროთა განმავლობაში ყვითლდება , რადგან ცვდება ემალი. ემალის გაცვეთის შედეგად ზედაპირზე ამოდის დენტინი– ყვითელი ფერის ნივთიერება, რომელიც კბილის ბირთვს შეადგენს. ეს ნივთიერება აძლევს კბილებს მოყვითალო ელფერს. 

კბილის გათეთრების რა საშუალებები არსებობს?

ქვემოთ მოყვანილია კბილის გათეთრების სამი ყველაზე ფართოდ გავრცელებული საშუალება.

ქიმიური გათეთრება სტომატოლოგთან
სტომატოლოგს შეუძლია ქიმიური გათეთრებით შეგიცვალოთ კბილის ფერი ძალიან მცირე დროში, ჩვეულევბრივ ერთ საათში.პროცედურა ტარდება სტომატოლოგიურ კაბინეტში. ჯერ კბილზე დაიტანება დამცავი ფარი, შემდეგ კი მუშავდება მაღალი კონცეტრაციის პეროქსიდის გელით.

კბილის გათეთრების საოჯახო კომპლექტი
ამ კომპლექტის შეძენა შეგიძლიათ თქვენს სტომატლოგთან. მასში შემავალი გელები ეფექტურია. კბილებზე დატანა შეიძლება უფრო დიდი ხნითაც, დღეში რამდნეიმე საათით ან მთელი ღამის განვალობაში რამდენიმე დღე ან კვირა, გააჩნია რომელი პროდუქტს ხმარობთ.
შეგიძლიათ კბილის გასათეთრებელი კომპლექტი შეიძინოთ მაღაზიებშიც. ასეთი კომპლექტები უფრო იაფი და შესაბამისად, ნაკლებეფექტურია, რადგან მათი გელები უფრო დაბალი კონცეტრაციის შემცველია, ვიდრე ის გელები, რომლებიც კლინიკაში გამოიყენება ან სტომატოლოგისგან იყიდით . გარდა ამისა, მაღაზიაში ნაყიდი ფორმები შეძლება არ მოერგოს თქვენს კბილებს და ღრძლები გაგიღიზიანოთ. 

 

რამდენ ხანს გრძელდება კბილის გათეთრების ეფექტი?

ეფექტი, როგორც წესი, გრძელდება ერთი წლიდან სამ წლამდე, შემდეგ კი კბილი ისევ იწყებს გამუქებას.
 

რითი გავაქროთ უსიამოვნო სუნი პირში?

უსიამოვნო სუნს ბევრი ფაქტორი იწვევს, მათ შორის საკვების ტიპი, პერიოდონტალური დაავადება, გამომშრალი პირი, და სხვა. სტომატოლოგი დაგეხმარებათ მიაკვლიოთ მიზეზებს და მიიღოთ ზომები მათ საწინააღმდეგოდ. გამომწვევი მიზეზის მიუხედავად, პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა და რეგულარული ვიზიტები სტომატოლოგთან შეამცირებს უსიამოვნო სუნს პირის ღრუში. კბილების გახეხვა და ძაფით გაწმენდა მოგაშორებთ კბილებს შორის გაჭედილ საკვების ნარჩენებს, რომლებიც წარმოქმნიან ცუდ სუნს. ასევე ხელს შეუშლის პერიოდონტალური დაავადებების განვითარებას, რომელსაც კბილზე წარმქმნილი ნადები იწვევს და რომელიც ასევე შეიძლება იქცეს ცუდი სუნის მიზეზად. კბილის პროთეზი კარგად უნდა გაწმინდოთ და ღამით ანტიბაქტერიულ ხსნარში მოათავსოთ (თუკი სტომატოლოგი სხვა რამეს არ გირჩევთ). და ბოლოს, კბილების გახეხვის შემდეგ არ დაგავიწყდეთ ენის გაწმენდაც.